|
2022-08-31 00:48:06, 4487 ნახვა
მიხეილ გორბაჩოვი აფხაზეთზე, ცხინვალის რეგიოზე და 9 აპრილზე
საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის ბოლო გენერალური მდივანი და სსრკ-ს ერთადერთი და ბოლო პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ, იუწყება რია ნოვოსტი ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოზე დაყრდნობით. მათ განაცხადეს, რომ გორბაჩოვი გარდაიცვალა "მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ". გორბაჩოვი 9 აპრილზე
მიხელ გორბაჩოვი მაგალითად ასახელებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს, რომელმაც 1988 წელს იფეთქა და რომლის ფესვები ასევე წარსულში იყო გადგმული. გორბაჩოვის თქმით, მოსკოვმა საკითხის გადაწყვეტა სომხეთსა და აზერბაიჯანს მიანდო, თვითონ კი შუამავლის როლს დასჯერდა, თუმცა, როგორც გორბაჩოვი ამბობს, ამ ორი რესპუბლიკის ვერც მთავრობებმა და ვერც ინტელიგენციის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს დიალოგის წარმოება. „1987-1988 წლებში ვცდილობდი შემემუშავებინა ერთიანი დემოკრატიული მიდგომა ეთნიკური დავების მიმართ. მიდგომის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ეროვნული პრობლემების გადაჭრა შესაძლებელი უნდა ყოფილიყო მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმის ზოგად კონტექსტში. და უნდა ითქვას, რომ თავდაპირველად ეროვნული მოძრაობები ბალტიის რესპუბლიკებში, მოლდოვაში, საქართველოში, უკრაინაში მოქმედებდნენ პერესტროიკის მხარდაჭერის ლოზუნგებით. 1987 წელს კავშირის დატოვების საკითხს თითქმის არავინ აყენებდა“, - ამბობს გორბაჩოვი და იქვე შენიშნავს:
მიტინგი თბილისში. 1989 წ. „მაგრამ სეპარატისტულმა ტენდენციებმა ძალიან სწრაფად დაიწყო გაძლიერება ეროვნულ მოძრაობებში. რესპუბლიკების პარტიის ლიდერებმა ვერ შეძლეს დემოკრატიის პირობებში მუშაობა. დაიბნენ. ეს კარგად გამოჩნდა საქართველოში, როდესაც 1989 წლის აპრილში ხალხი გამოვიდა თბილისის ქუჩებსა და მოედნებზე. საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრებიც უნდა გასულიყვნენ ხალხთან, მაგრამ მათ ბუნკერში ჯდომა ამჯობინეს და საქმე უბედურებამდე მივიდა: დემონსტრანტებისგან ტერიტორიის "გასასუფთავებლად" ძალა იქნა გამოყენებული, 21 ადამიანი დაიღუპა, ათეულობით დაშავდა. ძნელია ამის გახსენება. მაგრამ შემიძლია სუფთა სინდისით ვთქვა: თბილისში აქციის დაშლის გადაწყვეტილება მიიღეს ჩემს ზურგს უკან, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ. მაშინ და შემდეგაც მე მტკიცედ ვიცავდი ჩემს კრედოს: ყველაზე რთული პრობლემები უნდა მოგვარდეს პოლიტიკური საშუალებებით, ძალის გამოყენებისა და სისხლისღვრის გარეშე“. 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილები სასტიკად გაუსწორდნენ თბილისში, პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. დაიღუპა 21 ადამიანი. გორბაჩოვი აფხაზეთზე და ცხინვალის რეგიონზე.გორბაჩოვის აზრით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ სიტუაცია დიდი ხნით, შესაძლოა, სამუდამოდ გაართულა. ;ამასთან, მისივე აზრით, სარკოზის მიერ გაკვალული გზით შესაძლებელია, ვითარება გამოსწორდება, თუმცა გორბაჩოვმა არ იცის, რა იქნება მომავალში. რუსული სააგენტობის ცნობით, ამის შესახებ მიხეილ გორბაჩოვმა საბჭოთა კავშირის დეპუტატების პირველი ყრილობის 20 წლისთავთან დაკავშირებით მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ;;;;;; „კავკასიიდან ვარ და საქართველოზე საუბარი მიჭირს, რადგან არ ვიცი, რომელი უფრო მეტად მიყვარს რუსეთი თუ; - საქართველო“,_ განაცხადა მიხეილ გორბაჩოვმა საქართველსოთან დაკავშირებით დასმული კოთხვის კომენტირებისას. მისი თქმით, ვითარება საქართველოში გამსახურდიას დროს გამწვავდა, შემდეგ ედუარდ შევარდნაძე, რომელიც მისი მეგობარია, იმედოვნებდა, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გამოიყენებდა თავის გამოცდილებას და; ხალხს დაამშვიდებდა, მაგრამ მასაც არაფერი არ გამოუვიდა. ;;;;;; გორბაჩოვის განმარტებით, ხუთი წლის წინ გამოთქვა მოსაზრება, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ გამოუვა ძველი მოდელით ქვეყნის მართვა და აუცილებელია ფედერალურ სახელმწოფოს შექმნაზე ფიქრი. „მაგრამ მაშინ მე საქართველოში გამაკრიტიკეს, ახლა კი ფედერაციაც არ გამოდის“,-აღნიშნა გორბაჩოვმა. აგვისტოს ომის შეფასებისას, მან გაკვირვება გამოთქვა იმის გამო, რომ; როცა თითეულ ქართველს მეგოგრობაზე ასნარი სადღეგრძელოს შეთავაზება შეუძლია, საქართველო აგრესიული სახელმწიფო გახდა. „სააკაშვილთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია, ამერიკელები იქ გარკვეულ ჯგუფებს აფინანსებენ“,_ აღნიშნავს გორბაჩოვი. ;;;;; მისივე განმარტებით, კოსოვო რომ სერბეთის ნაწილად დარჩენილიყო, უფრო მარტივი იქნებოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემების გადაწყვეტა. „კოსოვომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით სხვა გადაწყვეტილებების მიღებისკენ ბიძგი მისცა.; აუცილებელია, მშვიდობიან კალაპოტში პროცესების დაბრუნება, თუმცა არ ვიცი, რა იქნება მომავალში“,_ დასძინა მიხეილ გორბაჩოვმა. სსრკ, რომელიც ვერ გადარჩავრცელ წერილში გორბაჩოვი ბევრს ლაპარაკობს ჟენევისა და რეიკიავიკის მოლაპარაკებებზე, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ცივი ომისა და გამალებული შეიარაღების დასრულებაში. ასევე დიდ დროს უთმობს სახალხო დეპუტატთა პირველ საკავშირო ყრილობას, გერმანიის გაერთიანებასა და რუსი ხალხის დიდსულოვნებაზე საუბარს, საბჭოთა კავშირის შენარჩუნების მცდელობაზე მსჯელობას. „დარწმუნებული ვიყავი, რომ კავშირის შენარჩუნებისა და რეფორმირების პრობლემა შეიძლებოდა მოგვარებულიყო პოლიტიკურად, ძალის გამოყენებისა და სისხლისღვრის გარეშე. მაგრამ უკვე იანვრის პირველ ნახევარში გავარდა მეხი. ლიტვაში სისხლი დაიღვარა“, - ამბობს მიხეილ გორბაჩოვი. - „არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოსული ლიტვის ხელმძღვანელობა, რომელსაც ვიტაუტას ლანდსბერგი ედგა სათავეში, ცენტრთან ურთიერთობების გამწვავების გზას დაადგა, გადაწყვიტა დამოუკიდებლობის მოპოვება ნებისმიერ ფასად. მიუხედავად ამისა, მე შევთავაზე კომპრომისი, მზად ვიყავი მოლაპარაკებებისათვის. 1991 წლის 12 იანვარს გავაკეთე განცხადება, რომ კრიზისი მოგვარდებოდა კონსტიტუციური გზით, მაგრამ 12-13 იანვრის ღამეს ვილნიუსში საბჭოთა ჯარებმა დაიკავეს სატელევიზიო კოშკი და რადიო, რასაც ხალხის სიმცოცხლე შეეწირა“. მიხეილ გორბაჩოვი აქვე ხაზგასმით შენიშნავს, რომ ჯარები მისი ბრძანების გარეშე მოქმედებდნენ. 13 იანვრის სისხლისღვრის შემდეგ ლიტვისა და ბალტიის ორი რესპუბლიკის საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში დარჩენის მცდელობა ამაო აღმოჩნდაო, ამბობს გორბაჩოვი, რომელმაც საბჭოთა კავშირის გადასარჩენად 1990 წლის 17 მარტის საკავშირო რეფერენდუმი ჩაატარა. მოსახლეობის 76 %-მა მხარი დაუჭირა საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას და, როგორც გორბაჩოვი ამბობს, ამან მნიშვნელოვნად ჩაუშალა გეგმები რუსეთის ფედერაციის მაშინდელ პრეზიდენტს, ბორის ელცინს, რომელიც ოპოზიციის ლიდერი იყო.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)