|
2022-08-30 14:48:27, 1436 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციაზე - ერთი დირიჟორი ყავს ამ ამბავს, ვიღაცამ გადაწყვიტა, არ დაესწრონ შეხვედრას
როგორც ჩანს, ერთი დირიჟორი ყავს ამ ამბავს, ვიღაცამ გადაწყვიტა მათში, რომ არ დაესწრონ შეხვედრას და ნაცვლად იმისა, რომ ჩაერთონ რეკომენდაციების ერთერთი პუნქტის შესრულებაში, პირიქით, რადიკალიზაციის გეგმას დაადგნენ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის წესთან დაკავშირებით შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია არცერთ ნაბიჯს არ დგამს რეკომენდაციების შესასრულებლად. „დილით დაზუსტებით ვიცოდით, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ნაცმოძრაობის წარმომადგენლებიც მოდიოდნენ, თუმცა მათაც უარყვეს. როგორც ჩანს, ერთი დირიჟორი ყავს ამ ამბავს, ვიღაცამ გადაწყვიტა მათში, რომ არ დაესწრონ შეხვედრას და ნაცვლად იმისა, რომ ჩაერთონ რეკომენდაციების ერთერთი პუნქტის შესრულებაში, პირიქით, რადიკალიზაციის გეგმას დაადგნენ. როგორც ვიცი მათ ახსენეს ქუჩის პროტესტი, ეს როგორც ჩანს, პირველი პუნქტის შესრულებას უწყობს ხელს, რა თქმა უნდა ეს ირონიაა იქიდან გამომდინარე, რომ დეპოლარიზაციის ნიშან-წყალი მათ ქმედებებში არ არის. მათ არ უნდათ, არცერთ ნაბიჯს არ დგამენ ამ რეკომენდაციების შესასრულებლად. დღევანდელი დღე, დილით დადასტურება ამ შეხვედრაზე მონაწილეობის და შემდეგ არმოსვლა არის იმის ლუსტრაცია, რომ ისინი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ერთ-ერთი პუნქტის შესრულებაზე პირდაპირ ამბობენ უარს“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)