09:58 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-30 14:40:21, 1184 ნახვა

საზოგადოება
წინანდლის ფესტივალი მეოთხე სეზონით და პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრით ბრუნდება

2022 წლის სეზონზე კლასიკური მუსიკის მოყვარულებს წინანდლის ფესტივალი დაუვიწყარ კონცერტებს პირდება, რომელიც 2-11 სექტემბერს გაიმართება. ცნობილი მუსიკოსების გვერდით, წლევანდელ კონცერტებში პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრიც მიიღებს მონაწილეობას. სიმფონიური ორკესტრი რეგიონის 6 ქვეყნის ახალგაზრდა მუსიკოსებით დაკომპლექტდა.

მეოთხე სეზონის პირველ საფესტივალო დღეს მაყურებლის წინაშე სწორედ პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი წარდგება, დღევანდელობის ერთ-ერთ ახალგაზრდა ვარსკვლავთან, მაო ფუჯიტასთან ერთად. კონცერტს უკრაინელი მუსიკოსი ოკსანა ლინივი უდირიჟორებს. პროგრამა გაიხსნება, უკრაინელი კომპოზიტორის, ბოჰდანა ფლორიაკის ნაწარმოებით. ასევე, შესრულდება იოჰანეს ბრამსის პირველი საფორტეპიანო კონცერტი და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეშვიდე სიმფონია.

ათდღიანი ფესტივალის ფარგლებში პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი 4 კონცერტს გამართავს. წლევანდელ პროგრამაში სოლისტებს შორის არიან მსოფლიოში განთქმული მუსიკოსები რენო კაპუსონი, ლუკას დებარგი, სონგ-ჯინ ჩო, კრიშტოფ ბარატი, ვილდე ფრანგი, დენის კოჟუხინი, კიან სოლტანი, ნოა (ახინოამ ნინი), ლი ლა, ჟულიენ კვენტინი, დევიდ აარონ კარპენტერი და სხვ.

ფესტივალი ყოველი წლის სექტემბერში საქართველოს ულამაზეს რეგიონში, ღვინის სამშობლოში, წინანდალში იმართება.  მდიდარი საფესტივალო პროგრამის შედგენა ფესტივალის თანადამფუძნებლების ავი  შოშანისა და მარტინ ენგსტროემის დამსახურებაა, რომლებიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ვერბიეს კლასიკური მუსიკის ფესტივალის დამფუძნებლები არიან.  ფესტივალის გენერალური დირექტორია დავით საყვარელიძე.

გამორჩეული საკონცერტო პროგრამის და კლასიკური მუსიკის სფეროში აღიარებული მუსიკოსების მოწვევის გარდა, წინანდლის ფესტივალის დაფუძნების იდეა საგანმანათლებლო და სამშვიდობო მიზნებს ემსახურება. ფესტივალის ფარგლებში, 2019 წელს დაფუძნდა პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც მეზობელი ქვეყნებიდან 80- მდე ახალგაზრდა მუსიკოსით, მოსმენების შედეგად კომპლექტდა. 2022 წელს, ფესტივლის პროგრამაში პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის კვლავ დაბრუნება საქართველოს მთავრობისა და შვეიცარიის და ნორვეგიის დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ახალგაზრდა მუსიკოსები უკრაინიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და თურქეთიდან კვლავ ეწვევიან წინანდალს მშვიდობის და სოლიდარობის კულტურული ხიდის გასამყარებლად.

ღია და დახურულ საკონცერტო დარბაზებში ათი დღის განმავლობაში, მსმენელისთვის დღეში ორი კონცერტი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში წინანდლის მამულში გაბრიაძის სახელობის თოჯინების თეატრის დებიუტი შედგება. ფესტივალს დახურავს ვილდე  ფრანგი და პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი ვასილი პეტრენკოს დირიჟორობით. 

შესრულდება შოსტაკოვიჩის პირველ სავიოლინო კონცერტი და პროკოფიევის მეხუთე სიმფონია.

წინანდლის ფესტივალის გენერალური პარტნიორი თიბისი კონცეპტია. შესაბამისად, თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის, ბილეთებზე მოქმედებს 15%-იანი ქეშბექი, ხოლო სასტუმროს ნაკრებებზე - 15%-მდე ფასდაკლება.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.tsinandalifestival.ge





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
დრონებმა მოსკოვს, იაროსლავისა და როსტოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეუტიეს, შედეგად ხანძარი გაჩნდა
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პარტიის ოფისში აფეთქება მოხდა, ეჭვმიტანილი დაკავებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics