2022-08-30 11:52:19, 1338 ნახვა
საზოგადოება
13 737 ახალი შემთხვევა და 3 გარდაცვლილი - როგორია კორონავირუსის მაჩვენებელი ქვეყანაში
გასული ერთი კვირის (21.08- 28.08) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 13 737 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ერთი კვირის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსისგან 14 486 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი.
7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 17.91%.
ავტორი: ექსპრესნიუსი,