|
2022-08-30 10:58:44, 1905 ნახვა
მსოფლიო
ერაყში მუქთადა ალ სადრის მომხრეებს შორის შეტაკებას 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ერაყის დედაქალაქში უსაფრთხოების ძალებსა და გავლენიანი შიიტი სასულიერო პირის მუქთადა ალ სადრის მომხრეებს შორის შეტაკებებისას სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, ათობით ადამიანი კი დაშავდა. ალ-სადრის მომხრეები ბაღდადის „მწვანე ზონაში“ მთავრობის შენობაში შეიჭრნენ. არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც შიიტმა სასულიერო პირმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. ქუჩაში ისმოდა სროლის ხმა. არეულობა ერაყის სამხრეთით მდებარე რამდენიმე ქალაქშიც გავრცელდა. ერაყის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მუსტაფა ალ-ქადიმიმ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოცხადდა. შეტაკებები ძირითადად ერაყის დედაქალაქის მწვანე ზონაში მიმდინარეობდა. არეულობის გამო ნიდერლანდების საელჩოს თანამშრომლები იძულებულები გახდნენ, გერმანიის მისიის შენობაში გადასულიყვნენ. შეტაკებების გამო ირანმა ერაყთან საზღვარი ჩაკეტა, ქუვეითმა კი თავის მოქალაქეებს ერაყის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა. „ბიბისის“ ცნობით, შეტაკებების ნაწილი ალ სადრის მხარდამჭერი „მშვიდობის ბრიგადების“ მებრძოლებსა და ერაყის შეიარაღებული ძალების წევრებს შორის მიმდინარეობდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ზოგიერთი მებრძოლი მძიმე შეიარაღებას იყენებს. მუსტაფა ალ-ქადიმიმ სასულიერო პირს ჩარევისკენ და ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მოგვიანებით ალ-სადრმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ შიმშილობა დაიწყო, ვიდრე ძალადობა და იარაღის გამოყენება არ შეწყდება. ერაყში საპროტესტო აქციები და პოლიტიკური კრიზისი გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც ალ სადრის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა, თუმცა მთავრობის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი ხმები ვერ დააგროვა. ალ სადრმა უარი განაცხადა პროირანულ შიიტ მეტოქეებთან მოლაპარაკებებზე, რამაც ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობა შექმნა.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)