11:05 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-29 17:59:26, 1330 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პურის ფასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლების მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა. პურის ფასთან დაკავშირებით მინისტრმა განმარტა, რომ სახელმწიფოს მიზანია, პირველ რიგში, ადგილობრივ წარმოებას შეუწყოს ხელი და გაზარდოს თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენი ვიზიტის ფარგლებში. ველოდებით, რომ, პირველ ეტაპზე, დაიწყება, ღირებულების ჯაჭვის შესწავლა ჩვენი ამერიკელი კოლეგების დახმარებით. შემდგომ გამოიკვეთება ის საჭიროებები, რომელი კუთხითაც იქნება მხარდაჭერა საჭირო. კვლევების შედეგების საფუძველზე, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ არის კარგი ტენდენცია როგორც ხორბლის, ასევე ფქვილის ფასების შემცირებისკენ. აგვისტოში, ქვეყანაში, დაახლოებით, 25 000 ტონა ხორბალია  შემოსული. შემცირებულია საექსპორტო გადასახადი, რაც ხელს შეუწყობს, რომ წისქვილკომბინატებმა ჩვეულ რეჟიმში დაიწყონ მუშაობა. აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნება პურის ფასზე იქონიებს ზეგავლენას და შემცირდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics