03:00 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-29 16:24:24, 1475 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - თუ ვინმეს აწყობდა ცეცხლის გაჩენა, ეს არის ღარიბაშვილი, ივანიშვილი და მისი კრიმინალური დაჯგუფება

სანამ ოპოზიციაზე საუბრებს, პირი კარგად უნდა გამოირეცხოს ღარიბაშვილმა, - ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას ქვეყანაში გაჩენილი ხანძრების შესახებ. 

მისი თქმით, თუ ვინმეს აწყობდა ცეცხლის გაჩენა და კვალის დაფარვა, არის ღარიბაშვილი, ივანიშვილი და მათი "კრიმინალური დაჯგუფება". 

"სანამ ოპოზიციაზე ისაუბრებს, პირი კარგად უნდა გამოირეცხოს ღარიბაშვილმა. როცა დივერსიაზე საუბრობს, არ დაგვავიწყდეს, რომ ასი ათასობით ოკუპანტი შემოუშვა აბსოლუტურად უკონტროლოდ ქვეყანაში და ასევე მნიშვნელოვანია, როცა საუბრობს კონკრეტულ დივერსიებზე და ცეცხლის გაჩენის პერსპექტივაზე, არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ხალხმა გაჩეხა ბორჯომის ტყე და უკანონოდ, ივანიშვილი და მისი კრიმინალური ბანდ-ფორმირება ფაქტობრივად, ჩეხავს ტყეებს და თუ ვინმეს აწყობდა იქ ცეცხლის გაჩენა და კვალის დაფარვა, არის ღარიბაშვილი, ივანიშვილი და მისი კრიმინალური დაჯგუფება და დიახ, აუცილებლად მოვა დრო, როცა ამ საქმეებს ყველაფერს გამოიძიებს ხელისუფლება, რომელიც ხალხის მიერ იქნება არჩეული და არა როგორც ახლა აქვთ მიტაცებული", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა ბოლო დროს საქართველოში რამდენიმე ადგილას გაჩენილ ხანძრებს და განაცხადა, რომ "არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, იმიტომ რომ ცნობილია ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალების ბუნება და მათი დივერსიული მიდრეკილებები". 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics