04:38 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-27 15:48:20, 2992 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ცოტა უცნაურია, კანონპროექტს დაჩქარებულის არაფერი ეტყობა

"ქართული ოცნების" დეპუტატი, გია ვოლსკი ვენეციის კომისიის მიერ საქართველოში მოსმენების შესახებ კანონპროექტზე მიღებულ დასკვნას ეხმიანება და ამბობს, რომ რეკომენდაცია ცოტა უცნაური ფორმით არის გამოქვეყნებული. 

მისი თქმით, კანონპროექტს "დაჩქარებულის არაფერი ეტყობა", ვინაიდან სამართებრივი შენიშვნები არავის ჰქონია. 

"ვენეციის კომისიის რეკომენდაცია ცოტა უცნაური ფორმით არის გამოქვეყნებული ტვიტერზე და დანართში მითითებული აქვს აბსოლუტურად სხვა სასამართლოს კანონი, რომელზეც ჯერ კიდევ მიმდიანრე წლის ივნისში გვქონდა საუბარი და არანაირი პრინციპული შენიშვნები არ ყოფილა.

დაჩქარებულის არაფერი ეტყობა მით უმეტეს, რომ სამართებრივი შენიშვნები არც ჩვენს ოპონენტებს, არც საექსპერტო ჯგუფებს და მათ შორის არც პრეზიდენტს არ ჰქონია, რომელმაც ვეტო დაადო ამ კანონს. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ ეს დასკვნა გადასახედია, თავად ვენეციის კომისიის მიერ და საზოგადოებისათვის მეტი ინფორმაციაა მისაწოდებელი. ვინაიდან ჩვენ კონცენტრაციას ვაკეთებთ ფაქტზე რომ ვენეციის კომისია იძლევა შენიშვნას. ამ დროს შინაარსში არავინ ცდილობს შევიდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დავძლევთ ვეტოს",- ამბობს ვოლსკი. 

ცნობისთვის, ვენეციის კომისია საქართველოს შესახებ იურიდიული და საკონსტიტუციო ექსპერტთა გადაუდებელ დასკვნას აქვეყნებს სადაც ნათქვამია, რომ მოსმენების შესახებ კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და საჭიროებს დამატებით შემუშავებას. 

როგორც ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დასკვნაში ვკითხულობთ, მოსაზრება ასკვნის, რომ საქართველოში ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმი არაადეკვატურია და საჭიროა არსებული ფარული თვალთვალის სისტემების ყოვლისმომცველ გადახედვას. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics