11:05 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-27 11:36:45, 1435 ნახვა

საზოგადოება
საერთაშორისო გამოფენა-კონგრესზე APIMONDIA 2022 საქართველოს სტენდია წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, თურქეთში, ქალაქ სტამბულში გამართულ საერთაშორისო გამოფენა-კონგრესზე APIMONDIA 2022 საქართველოს სტენდია წარმოდგენილი. ქართული კომპანიები დამთვალიერებელს მეფუტკრეობის სხვადასხვა პროდუქტს აცნობენ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოფენას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ფანცულაია დაესწრნენ.

„კონგრესი APIMONDIA 2022 არის მეცნიერების, პრაქტიკის, ბიზნესის შეჯერება. ქართველ მწარმოებლებს ამ გამოფენა-კონგრესში მონაწილეობით საშუალება მიეცათა, არამარტო გაყიდონ საკუთარი პროდუქცია, არამედ, გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებს და ახალ მიმართულებებს მეფუტკრეობის სექტორში. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, წაახალისოს ბიზნესზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობა, მათ შორის, მეფუტკრეობა, არის შედეგიანი და წარმატებული“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.

გამოფენაზე APIMONDIA 2022 საკუთარი პროდუქცია წარმოდგენილი აქვს თაფლის მწარმოებელ 8 კომპანიას: შპს „რუხი დედოფალი“, შპს „ჯეონატურალი“, შპს „აპიგეო“, შპს „თაფლი სახლში“, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „რაჭის ნატურალური პროდუქტები“, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „სკა“, შპს „სკა-კოდალა“, შპს „KTW აგრო-ქედა“. აღნიშნული კომპანიები გამოფენის სტუმრებს სხვადასხვა სახეობის ქართულ თაფლს, მათ შორის ჯარას თაფლს აცნობენ.

APIMONDIA 2022-ში მონაწილე კომპანიების წარმომადგენელთა განცხადებით, სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო გამოფენებში ქართველი მწარმოებლების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბაზრების დივერსიფიცირების და ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის.

მიმდინარე წელს, გამოფენაში მონაწილეობას 50 ქვეყანა და მეფუტკრეობის სექტორში მოქმედი 150-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებს.

APIMONDIA 2022 24 აგვისტოს გაიხსნა და 28 აგვისტოს დასრულდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics