|
2022-08-27 10:21:31, 2415 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ახლა ზუსტად ვიცით, ვინ არის ჩვენი მეგობარი და ვინ არ არის შემთხვევითი ნაცნობიც კი
ამ ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ შევცვალეთ ისტორია, სამყარო და შევცვალეთ საკუთარი თავი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ომის განვლილმა პერიოდმა დაანახა თუ ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ვისაც "ნამდვილად არ სჭირდება უკრაინა". "ამ ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ შევცვალეთ ისტორია, სამყარო და შევცვალეთ საკუთარი თავი. ახლა ჩვენ ზუსტად ვიცით, ვინ არის სინამდვილეში ჩვენი ძმა და მეგობარი და ვინ არც კი არის შემთხვევითი ნაცნობი. ვიცით, ვის არ დაუკარგავს სახელი და რეპუტაცია და ვიცით, ვინ წუხდა იმაზე, რომ ტერორისტებს სახე შეენარჩუნებინათ. ვისაც ნამდვილად არ ვჭირდებით და სადაც კარი ნამდვილად ღიაა ჩვენთვის",- წერს ზელენსკი. ცნობისთვის, 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)