04:37 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-27 10:06:35, 2443 ნახვა

პოლიტიკა
ვენეციის კომისია - საქართველოში მოსმენების შესახებ კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული

ვენეციის კომისია საქართველოს შესახებ  იურიდიული და საკონსტიტუციო ექსპერტთა გადაუდებელ დასკვნას აქვეყნებს სადაც ნათქვამია, რომ მოსმენების შესახებ კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა მიღებული და საჭიროებს დამატებით შემუშავებას. 

როგორც ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დასკვნაში ვკითხულობთ, მოსაზრება ასკვნის, რომ საქართველოში ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმი არაადეკვატურია და საჭიროა არსებული ფარული თვალთვალის სისტემების ყოვლისმომცველ გადახედვას. 

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის 7 ივნისს მიიღო. ცვლილებები შემდგომში ვეტო დაადო საქართველოს პრეზიდენტმა, რომლის ადმინისტრაციამ ვენეციის კომისიისგან 1 ივლისს სასწრაფო დასკვნა მოითხოვა. მოსაზრება ხაზს უსვამს, რომ კომუნიკაციის თავისუფლება და კონფიდენციალურობა ფუნდამენტური ღირებულებებია ნებისმიერ ლიბერალურ საზოგადოებაში. ამიტომ ფარული თვალთვალის ზომები უნდა იყოს ფრთხილად ფორმულირებული და ვიწრო ინტერპრეტაციით სახელმწიფო უწყებებისა და სასამართლოების მიერ.

მოსაზრება წარედგინება ვენეციის კომისიას დასამტკიცებლად მის მომავალ პლენარულ სხდომაზე, 2022 წლის 21-დან 22 ოქტომბრამდე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics