17:37 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-26 12:39:39, 2162 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის თავდაცვა ლუკაშენკოს მილოცვაზე - ვუსურვებთ იგივე მშვიდობიან ცას და გაერთიანებას მის კარგ მეგობრებთან

ვუსურვებთ ლუკაშენკოს იგივე მშვიდობიან ცას და გაერთიანებას მის კარგ მეგობრებთან ჰუსეინთან და კადაფთან,- ასე უპასუხა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ პუტინის თანააგრესორის, ბელარუსის თვითგამოცხადებული პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მილოცვას.

სამინისტროს თქმით, "საჩუქრად" ბელარუსიიიდან უკრაინაში ისევ გაისროლეს რაკეტები.

„ჩვენს დამოუკიდებლობის დღეს, დიქტატორმა ლუკაშენკომ უკრაინას მიულოცა და მშვიდობიანი ცა უსურვა... "საჩუქრად" ბელარუსიიდან უკრაინაში ისევ გაისროლეს რაკეტები.

ჩვენ ვუსურვებთ ლუკაშენკოს იგივე მშვიდობიან ცას... და გაერთიანებას მის კარგ მეგობრებთან ჰუსეინთან და კადაფთან”,- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსნებთ, რომ 24 აგვისტოს უკრანამ, დამოუკიდებლობის გამოცხადების 31 წლისთავი აღნიშნა, მომლოცველთა შორის იყო თანააგრესორი ლუკაშენკო.

ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსი გააგრძელებს ჰარმონიის შენარჩუნებას, მეგობრული და ურთიერთპატივისცემის მქონე კონტაქტების განვითარებას ყველა დონეზე.

რუსეთის ფედერაციის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან, სულ მცირე 631 რაკეტა იქნა გაშვებული ბელარუსიდან  უკრაინის ტერიტორიაზე. ბოლოს მონაცემები მაისში განახლდა.

უკრაინა 1 აპრილს დაექვემდებარა უდიდეს დაბომბვას ბელარუსიის მხრიდან.  იმ დღეს რაკეტებს ფაქტიურად ყოველ 10 წუთში ისროდნენ.

ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, პუტინმა ბელარუსისი თვითგამოცხადებულ პრეზიდენტზე ზეწოლა გააძლიერა. ლუკაშენკო აგრძელებს მოსკოვის ხაზის დაცვას უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით. ამასთან მან განაცხადა, რომ კიევმა უნდა მიიღოს რუსეთის ფედერაციის მოთხოვნები ომის დასრულების შესახებ.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics