|
2022-08-25 15:13:59, 3561 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა დნეპროპეტროვსკის რაიონში, მატარებელზე თავდასხმაში მონაწილეობა აღიარა
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ დნეპროპეტროვსკის რაიონის სოფელ ჩაპლინოში მომხდარში მონაწილეობა აღიარა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „РИА Новости” ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სოფელ ჩაპლინოში ისკანდერის ტიპის რაკეტები გაუშვეს. „დნეპროპეტროვსკის ოლქში, ჩაპლინოს რკინიგზის სადგურზე სამხედრო ეშელონზე ისკანდერის რაკეტის პირდაპირი დარტყმის შედეგად, გარდაიცვალა უკრაინის შეიარაღებული ძალების რეზერვის 200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, განადგურდა სამხედრო ტექნიკაც“,- აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ მაშველებმა დნეპროპეტროვსკის რაიონის სოფელ ჩაპლინოში სამძებრო სამუშაოები დაასრულეს, სადაც რუსეთის არმიამ რაკეტებით რკინიგზას დაარტყა. რუსები ჩაპლინოს რამდენჯერმე დაესხნენ თავს. დღისით მტრის რაკეტამ კერძო სახლი გაანადგურა. მოგვიანებით ოკუპანტებმა კვლავ შეუტიეს დასახლებას - ჯერ ერთი რაკეტით, შემდეგ კი კიდევ სამი. დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა, მათგან ორი ბავშვია. გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის არიან რკინიგზის მუშები.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)