|
2022-08-25 12:28:46, 2173 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინა აცხადებს, რომ ოკუპანტებს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის 3 თანამშრომელი მოკლეს, ხოლო 26 დაკავებული ყავთ
რუსმა ჯარისკაცებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის 3 თანამშრომელი მოკლეს, ხოლო 26 დაკავებული ყავთ, - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა. მისი თქმით, დაკავების მიზეზი გახდა უკრაინული მხარის მხრიდან ინფორმაციის გავრცელება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ. „დაკავებულებს ბრალად ედებათ ინფორმაციის გავრცელება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილებისა და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის გადაცემაში“, - განაცხადა ლუბინეცმა. ლუბინეცმა აღნიშნა, რომ ზაპოროჟიე არის უკრაინის ატომური ელექტროსადგური, სადაც მუშაობენ უკრაინელი ატომური მეცნიერები, რომლებსაც აქვთ უფლება დაუკავშირდნენ ყველას, ვისაც შეუძლია უზრუნველყოს ატომური ელექტროსადგურის მთლიანობის შენარჩუნება. ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ პერსონალზე რუსების მიერ განხორციელებული უზარმაზარი ზეწოლის მიუხედავად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები აგრძელებენ მუშაობას, რათა თავიდან აიცილონ ეკოლოგიური კატასტროფა, რომელიც შეიძლება გავლენა იქონიოს არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებზე.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)