|
2022-08-25 12:37:15, 2061 ნახვა
ომი უკრაინაში
ბლინკენი - რუსული სარაკეტო თავდასხმა უკრაინაში ხალხით სავსე სადგურზე სიმხეცეა
რუსული სარაკეტო თავდასხმა უკრაინაში ხალხით სავსე სადგურზე, სიმხეცეა,- ამის შესახებაშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულზე პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლებამ უნდა აიღოს. „რუსული სარაკეტო თავდასხმა უკრაინაში ხალხით სავსე სადგურზე, სიმხეცეა. გავაგრძელებთ პარტნიორებთან უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთის ოფიციალური პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას“,- წერს ბლინკენი. შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ მაშველებმა დნეპროპეტროვსკის რაიონის სოფელ ჩაპლინოში სამძებრო სამუშაოები დაასრულეს, სადაც რუსეთის არმიამ რაკეტებით რკინიგზას დაარტყა. რუსები ჩაპლინოს რამდენჯერმე დაესხნენ თავს. დღისით მტრის რაკეტამ კერძო სახლი გაანადგურა. მოგვიანებით ოკუპანტებმა კვლავ შეუტიეს დასახლებას - ჯერ ერთი რაკეტით, შემდეგ კი კიდევ სამი. დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა, მათგან ორი ბავშვია. გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის არიან რკინიგზის მუშები.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)