|
2022-08-25 10:08:35, 1099 ნახვა
მსოფლიო
ისტორიაში პირველად, ევროპაში გაზის ფასმა ახალი რეკორდი დაამყარა
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის მეშვიდე თვეში, ევროპაში გაზის ფასი 24 აგვისტოს აუქციონზე 3200 დოლარს მიუახლოვდა. ამის შესახებ ნათქვამია ICE ბირჟის მონაცემებში. ეს არის დაკვირვების მთელი დროის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასი. გაზის კონტრაქტები TTF (ნიდერლანდები) ჰაბზე სექტემბრის მიწოდებისთვის ადგენს მაქსიმუმ 302,995 ევროს მეგავატ/სთ-ზე, ანუ $3,196,6 ათას კუბურ მეტრზე. მაქსიმუმზე ხანმოკლე ყოფნის შემდეგ, კოტირებები დაეცა 290 ევრომდე მეგავატსთში ან 3060 დოლარამდე ათას კუბურ მეტრზე. ცნობისთვის, ივნისში რუსეთმა ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების მოცულობა თითქმის გაანახევრა. ივნისის შუა რიცხვებში რუსეთმა Nord Stream 1 გაზსადენის გამტარუნარიანობა 40%-ით შეამცირა, ტექნიკის პრობლემების მოტივით. გარდა ამისა, ივნისის შუა რიცხვებში გაზსადენი „თურქული ნაკადი“, რომელიც, სავარაუდოდ შეკეთებას საჭიროებდა, ერთი კვირა არ მუშაობდა. 2022 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით ევროპაში გაზის ფასი მიუახლოვდა ისტორიულ მაქსიმუმს და მიაღწია თითქმის 2,5 ათას დოლარს ათას კუბურ მეტრზე რუსული „გაზპრომის“ მიერ მიწოდების ხელოვნური შემცირების გამო. 19 აგვისტოს მდგომარეობით ევროპაში გაზის ფასი წლის ამ პერიოდში ჩვეულებრივზე 11-ჯერ გაიზარდა.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)