|
2022-08-23 14:29:29, 1617 ნახვა
პოლიტიკა
ოქრიაშვილი „ოცნებას“ - არ გსურთ ახლა გასცეთ პასუხი გოგაშვილის ბრალდებებს?! მალე პროკურატურასთან რიგში იდგებით
დღეს, ბატონმა ივანიშვილმა, გამოაგორა კობახიძე და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის შეფასება „ISFED“-თან დაკავშირებით შოკისმომგვრელია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, შოკისმომგვრელი სწორედ ისაა, რომ ოკუპანტ რუსეთს, „ქართული ოცნების“ მთელი შემადგენლობა "ყველგან რომ უძვრება". "დღეს, ბატონმა ივანიშვილმა, გამოაგორა კობახიძე და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის შეფასება „ISFED“-თან დაკავშირებით შოკისმომგვრელია. გავრილოვი რომ ჩამოიყვანა ბატონმა ივანიშვილმა და კობახიძის მეშვეობით პარლამენტში შეაბრძანა, შოკისმომგვრელი არ არის?! ოკუპანტ რუსეთს, ჩვენს მტერს, „ოცნების“ მთელი შემადგენლობა ყველგან რომ უძვრება, შოკისმომგვრელი არ არის?! მაგრამ პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების გულისტკივილი, რომ საქართველოს უკუსვლა დემოკრატიის თვალსაზრისით აქვს, შოკისმომგვრელია?! მოღალატეებს საკადრისი პასუხი გაეცემათ. ჩვენ ვერ დავემსგავსებით მოძალადე ხელისუფლებას და ძალადობრივი, სისხლიანი მეთოდებით არ ვეცდებით მათ დამხობას. ჩვენ, ქართველი ხალხი, გავისტუმრებთ მათ არჩევნებით და თუ ისინი, 2020 და 2021 წლებში ჩატარებული არჩევნების მსგავსად ეცდებიან, ან გააყალბებენ ამომრჩევლის ნებას, წავლენ ქართველი ხალხის დიდი, მშვიდობიანი პროტესტის ფონზე! აქვე, ვეხმაურები გოგაშვილის საკითხს - მასზე, როგორც ერთ პიროვნებაზე, ხორციელდება ორკესტრირებული შეტევა, შინაარსით - რა ცუდია სოსო გოგაშვილი! არავის აინტერესებს, როგორია სოსო გოგაშვილი. საზოგადოებას, ქვეყნის შიგნით და ჩვენს პარტნიორებს, ქვეყნის გარეთ, აინტერესებთ პასუხი გოგაშვილის ბრალდებებზე. კეთილი ინებეთ, გამოგორდით და პასუხი გაეცით გოგაშვილის ბრალდებებს, ის თქვენი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი იყო!
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)