20:09 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-23 11:44:50, 1071 ნახვა

საზოგადოება
შსს - ბორჯომის ტყეში ჯერ კიდევ ფიქსირდება სხვადასხვა სირთულის კერები, ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები, რთული რელიეფის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ჯერ კიდევ ფიქსირდება სხვადასხვა სირთულის კერები. ხანძრის ქრობის ოპერაციის რაიონი სამ სექტორადაა დაყოფილი. სამივე სექტორზე აქტიური სალოკალიზაციო და სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ინტენსიურად კეთდება კერებამდე მისასვლელები მძიმე ტექნიკისა და ტრაქტორების მეშვეობით. მაშველები როგორც ინდივიდუალური აღჭურვილობით, ასევე, სახანძრო ავტოცისტერნების დახმარებით ახორციელებენ ხანძრის ქრობის ამოცანებს.

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები კოორდინირებულად ახორციელებენ ხანძრის ქრობის სამუშაოებს. ამ დროისთვის, სხვადასხვა სამუშაოში ჩართულია დაახლოებით 1200 ადამიანი.
ხანძრის ქრობის ღონისძიებებში მონაწილეობს 300 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი. ცეცხლის ქრობის პროცესში კვლავ ჩართული არიან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და მობილიზებულია შესაბამისი სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. დრონებით ხდება ხანძრის მონიტორინგი.

ადგილზე მოქმედებს ოპერატიული მართვის შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ 21 აგვისტოს ბორჯომის ტყეში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა. ადგილობრივების ცნობით, სოფელ ქვაბისხევის შემდეგ, ცეცხლი უკვე სოფელ დვირის მახლობლადაც გაჩნდა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics