|
2022-08-22 23:44:18, 3269 ნახვა
სპორტი
მერაბ დვალიშვილმა ლეგენდარული ჟოზე ალდო დაამარცხა
მერაბ დვალიშვილმა კარიერის ალბათ ყველაზე მნიშვნლოვანი ორთაბრძოლა მოიგო და ლეგენდარული ბრაზილიელი მებრძოლი ჟოზე ალდო დაამარცხა. ქართველისა და ბრაზილიელის დაპირისპირება სამი რაუნდის განმავლობაში გრძელდებოდა და საბოლოოდ, მერაბ დვალიშვილმა ურთულესი მეტოქე ქულებით დაამარცხა. ორთაბრძოლის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში მერაბმა მეტოქის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა:„მე ლეგენდასთან ვიჩხუბე, რომელიც შესანიშნავი ადამიანია. მატჩის შემდეგ ვისაუბრეთ, საოცრად თავმდაბალია და მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ“. ამგვარად, მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება იზეიმა, განახლებულ რეიტინგში მოწინავე პოზიციებს დაიკავებს და ტიტულისთვის ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი გახდება . ქართველმა ბრძოლის შემდეგ ინტერვიუში განაცხადა, რომ მზად არის, საკუთარ დივიზიონში ნებისმიერ მეტოქეს შეხვდეს, საკუთარი მეგობრის, ალჯემაინ სტერლინგის გარდა: „ჩვენ ძმები ვართ და ერთმანეთთან არ ვიჩხუბებთ!“
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)