|
2022-08-22 17:19:43, 1826 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - ყაზახეთიდან საქართველოს გავლით დამატებითი ტრანზიტული ნაკადების მოზიდვის საკითხზე ინტენსიურად ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გავზრდით ნაკადს
საქართველოს მთავრობა და კერძოდ, ეკონომიკის სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს ყაზახეთიდან საქართველოს გავლით დამატებითი ტრანზიტული ნაკადების ე.წ. შუა კორიდორში, ანუ ტრანსკასპიურ დერეფანში მოზიდვის საკითხზე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ვრცლად ისაუბრა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამ პროცესის პირველი ძალიან მკაფიო მაგალითი იყო პრემიერ-მინისტრის და საქართველოს მთავრობის მაღალი დონის სახელმწიფო ვიზიტები შუა აზიის ქვეყნებში. „უმაღლესი დონის შეხვედრები გვქონდა როგორც თურქმენეთის, უზბეკეთის, ისე ყაზახეთის ხელმძღვანელობასთან. ჩვენ ვიხილავდით ზუსტად ამ საკითხებს - როდესაც საუბარია მინერალური რესურსებით მდიდარი ქვეყნების საქართველოს დერეფნით მეტად დაინტერესებაზე. ამაზე ძალიან კონკრეტული მოლაპარაკებები შედგა უზბეკეთში, თურქმენეთში და მათ შორის ყაზახეთშიც. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ვიზიტებამდეც გვქონდა მუშა პროცესი, არაერთი დელეგაცია იყო ჩამოსული საქართველოში და ასევე ქართული დელეგაციების ვიზიტი ყაზახეთში და შუა აზიის სხვა ქვეყნებში - რომ ტექნიკურ დონეზე გაგვევლო ბევრი საკითხი", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. ლევან დავითაშვილი ინფორმაციით, სწორედ ამ სამუშაო პროცესის ნაწილია ხვალ თბილისში დაგეგმილი ტრანსპორტის მინისტერიალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თურქეთის და აზერბაიჯანის მინისტრები. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხება ამ სატრანზიტო შესაძლებლობების, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდის საკითხებს. თუმცა, მისი განმარტებით, პროცესი ძალიან ბევრ ნიუანსს მოიცავს, რომლებზეც მხარეები აქტიურად მუშაობენ. „საუბარია ამ სატრანზიტო შესაძლებლობების, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე იმისთვის, რომ ჩვენ არათუ მოვიზიდოთ ახალი ტვირთები, მათ შორის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, არამედ დიდი ხანი მოვახერხოთ ჩვენს დერეფანში ამ ტვირთების დამაგრება ისევ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. ძალიან პოზიტიური მოლოდინები გვაქვს, თუმცა, ეს ერთ დღეში ალბათ ვერ მოხერხდება, ძალიან ბევრი ნიუანსია - საუბარი არ არის მხოლოდ ერთი ტიპის გადაზიდვებზე, ერთი ტიპის პროდუქტზე, ასევე არსებობს უფრო ხანგრძლივი საშუალოვადიანი შეთანხმებები. როდესაც სახელმწიფოები საუბრობენ, არის ძალიან ბევრი კერძო კომპანია, რომელიც ჩართულია გადაწყვეტილებების მიღებაში, მათ შორის ნავთობპროდუქტების უშუალო მესაკუთრეები ხშირ შემთხვევაში არიან საერთაშორისო კონსორციუმები, საერთაშორისო ნავთობკომპანიები შუა აზიაში, რომელთა გადაწყვეტილებები ასევე მნიშვნელოვანია. ჩვენ სხვადასხვა ეკონომიკურ ფორუმზე პრემიერ-მინისტრთან ერთად ამ კომპანიებთან გვქონდა ცალკე, დამატებითი კომუნიკაცია და საუბარი", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ამ საკითხებთან დაკავშირებით მუშა პროცესი ისეთი ინტენსივობით მიმდინარეობს, როგორც არასდროს აქამდე. მისივე შეფასებით, შესაძლებლობები საკმაოდ დიდია, თუმცა, ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ სინქრონში იმუშავებენ დერეფნის მონაწილე ქვეყნები ერთმანეთთან და როგორი გამართული იქნება ერთი მხრივ ინფრასტრუქტურა და მეორე მხრივ მომსახურებები. „ასე რომ, ეს პროცესი მიმდინარეობს. კი, ვადასტურებთ რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ გავზრდით ნაკადს. მოლოდინი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან ამ მიმართულებით უფრო მეტი კონკრეტიკა იქნება - სამუშაო პროცესი დროს მოითხოვს და ეს წელი ამას დასჭირდება", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)