13:03 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-20 12:02:26, 1253 ნახვა

საზოგადოება
ლოჯისტიკის სარდლობა გიორგი ანწუხელიძის სახელობის კალათბურთის ტურნირის გამარჯვებული გახდა

ბათუმში საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის 3x3 კალათბურთის ტურნირი ლოჯისტიკის სარდლობის გამარჯვებით დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფინალურ მატჩებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, ეროვნული გმირის ოჯახის წევრები, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები დაესწრნენ. გამარჯვებულ გუნდს გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი თავდაცვის ძალების მეთაურმა გადასცა. მეორე და მესამე ადგილებზე გასულმა გუნდებმა კი, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მიიღეს. ფინალური ეტაპი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა თავდაცვის ძალების დასავლეთის და აღმოსავლეთის სარდლობების 22-მა გუნდმა მიიღო.

„ტურნირის ფარგლებში ამხანაგური შეხვედრა დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმაც გამართეს. ჩემპიონატი 2020 წელს ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაარსდა და ეროვნული გმირის დაბადების დღის თარიღთან დაკავშირებით, მას სიმბოლურად გიორგი ანწუხელიძის სახელი ეწოდება. „3X3“ კალათბურთში ჩემპიონატი საქართველოს თავდაცვის ძალების ორგანიზებითა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ყოველი წლის აგვისტოს თვეში ტარდება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics