|
2022-08-19 15:26:09, 1404 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელი - პუტინმა სრულად წააგო საიფორმაციო ომი უკრაინაში და დასავლეთში
პუტინმა სრულად წააგო საიფორმაციო ომი უკრაინაში და დასავლეთში,-ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელმა, ჯერემი ფლემინგმა განაცხადა. მისი თქმით, ნახევარი წლის შემდეგ, ნათელი გახდა, რომ რუსეთი უკრაინაში ჩაფლავდა არა მხოლოდ ქვეყნის ფიზიკურად აღების მცდელობით, არამედ ვირტუალური შეტევის გეგმითაც. „შეჭრიდან ნახევარი წლის შემდეგ, ჩვენთვის ნათელია, რომ უკრაინაში ჩაფლავდა არა მხოლოდ ქვეყნის ფიზიკურად აღების მცდელობა, არამედ ვირტუალური შეტევის გეგმაც. პრეზიდენტმა პუტინმა სრულად წააგო საიფორმაციო ომი უკრაინაში და დასავლეთში. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სიხარულის მიზეზი, ჩვენ არ უნდა შევაფასოთ როგორ მუშაობენ რუსი პროპაგანდისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში",- განაცხადა ფლემინგმა. შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ". რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)