2022-08-19 15:27:26, 1285 ნახვა
პოლიტიკა
გომელაური ოპოზიციაზე - თუ დასაკავებლები იქნებიან პანჩურებით არ გავყრით, კულტურალად დავიჭერთ
ჩვენი პასუხი არის, რომ ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად და როგორც არის წესი და კანონი, ისე მივუდგებით. - ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ოპოზიციის პროტესტის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, პანჩურებს არ ამოარტყამენ და კულტურულად მიააბრძანებენ თუ დასაკავებლები იქნებიან.
"ჩვენი პასუხი არის, რომ ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად და როგორც არის წესი და კანონი, ისე მივუდგებით. პანჩურებით არ გავყრით ნამდვილად, კულტურულად მივაბრძანებთ თუ დასაკავებელი იქნება.
ჩვენთვის ახალი არ იქნება ყოველ შემთხვევაში, ცხელი შემოდგომები". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა, დომ საუბარი და მსჯელობა შეიძლება ყველაფერზე, შენობების დაკავებაზეც, ამბოხებაზეც და რევოლუციაზეც.
ავტორი: ექსპრესნიუსი,