|
2022-08-19 15:19:52, 1010 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგიამ ვაშლის გადამმუშავებელი კომპანიების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ვაშლის მოსავლის სეზონთან დაკავშირებული საკითხები გადამმუშავებელი და კონცენტრატის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან გამართულ მორიგ სამუშაო შეხვედრაზე განიხილა. უწყების ცნობით, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩართული მხარეების კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგად, სწორი და ეფექტიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. „მიმდინარე წელს, ვაშლის საპროგნოზო მოსავალი დაახლოებით, 130-135 ათას ტონას შეადგენს; კომპანიები ვაშლის მიღებას სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყებენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას, სამინისტროს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირები და სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)