23:27 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-19 10:33:11, 804 ნახვა

ინდონეზიის პრეზიდენტი - Xi და პუტინი G20-ს დაესწრებიან

ჩინეთის და რუსეთის ლიდერები სი ძინპინგი და ვლადიმერ პუტინი G20-ის სამიტს ბალიში  დაესწრებიან. 

როგორც ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვოდოდომ Bloomberg News-ს განუცხადა, პრეზიდენტმა პუტინმა სამიტზე დასწრების პირობა პირადად მისცა.

„ სამიტს სი ძინპინგი დაესწრება. პრეზიდენტმა პუტინმაც მითხრა, რომ მოვა“, - განაცხადა ვოდოდომ.

ინდონეზია G-20 თავმჯდომარეობს და  დასავლეთის ქვეყნების მხრიდან ზეწოლას განიცდის, გაუუქმოს მოწვევა პუტინს უკრაინაში მისი ქვეყნის შეჭრის გამო.

 ინდონეზიის პრეზიდენტი ცდილობდა, მეომარ ქვეყნებს შორის შუამავალი ყოფილიყო. ომის დაწყებდან, ვოდოდო  უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებს პირადად შეხვდა.

ძირითადი ქვეყნების ლიდერები, მათ შორის აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ინდონეზიის საკურორტო კუნძულ ბალიზე ნოემბერში გაემგზავრებიან. ინდონეზიამ სამიტზე ასევე მიიწვია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics