|
2022-08-18 22:41:00, 1562 ნახვა
პოლიტიკა
კრემლი - 19 აგვისტოს კიევის რეჟიმი რეზონანსულ პროვოკაციას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ამზადებს
19 აგვისტოს კიევის რეჟიმი ამზადებს რეზონანსულ პროვოკაციას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. - ამის შესახებ ინფორმაციას გენერალ-ლეიტენანტი, იგორ კონაშენკო ავრცელებს. მისივე თქმით, აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალები ნიკოპოლიდან საარტილერიო დარტყმებს განახორციელებენ, შემდეგ კი ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შედეგების აღმოფხვრის დემონსტრირებას მოაწყობენ. "19 აგვისტოს კიევის რეჟიმი ამზადებს რეზონანსულ პროვოკაციას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის უკრაინაში ვიზიტის დროს, რის შედეგადაც რუსეთის ფედერაციას დაადანაშაულებენ ამ ელექტროსადგურზე ხელოვნური კატასტროფის შექმნაში". - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)