|
2022-08-18 19:43:36, 1476 ნახვა
პოლიტიკა
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა
18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, უფროსი სერჟანტის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. მას დღეს 38 წელი შეუსრულდებოდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული მებრძოლის საფლავთან მისი ოჯახის წევრები, თანამებრძოლები, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიისა და IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები შეიკრიბნენ. მათ გმირის საფლავი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. დღესვე სერჟანტთა აკადემიის სახელით გიორგი ანწუხელიძის საფლავზე მემორიალური ქვა დაიდგა. IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა კი, ეროვნული გმირის ოჯახს სიმბოლური საჩუქარი - IV ქვეითი ბრიგადის საპატიო დაფა წარწერით „მადლობა თქვენი სამსახურისა და გაწეული ღვაწლისთვის“ გადასცეს. უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე იყო. გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება, მის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემია.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)