|
2022-08-18 15:13:00, 1832 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - გამოვიარეთ საშინელებათა 175 დღე, სადაც რუსეთი ჰაერში სისხლიანი სანახაობით ტკბებოდა
რუსეთს სურს ხარკოვი გადააქციოს ალეპო- 2016, გროზნო- 1996 ან ვაშავა- 1945,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინამ საშინელებათა 175 დღე გამოიარა, რუსეთი კი ჰაერში სისხლიანი სანახაობით ტკბება. „საშინელებათა 175 დღე. რუსეთს სურს ხარკოვი გადააქციოს ალეპო- 2016, გროზნო- 1996 ან ვაშავა- 1945. დეტალები: ყოველდღიური ტერორი, სარაკეტო თავდასხმები საცხოვრებელ და სამოქალაქო უბნებზე. რუსეთი ჰაერში სისხლით ტკბება. ყველა ვინც აგრძელებს მოსკოვთან ურნიერთობას არის ამ დანაშაულის თანამონაწილე",- წერს პოდილიაკი. შეგახსენებთ, რომ გასულ ღამით ოკუპანტებმა ხარკოვი დაბიმბეს, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 37 კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 21:30 საათზე რუსული რაკეტა, სავარაუდოდ ისკანდერი, სალტივსკის რაიონში სამსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა. სახლი თითქმის მთლიანად განადგურდა, იყო მასშტაბური ხანძარი. ბოლო მონაცემებით, ნანგრევების ქვეშ შვიდი ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა, მათ შორის 11 წლის ბავშვი (დილას საგანგებო სიტუაციების სამსახურმა 20 დაღუპულის შესახებ განაცხადა, მათგან 4 გადაარჩინეს).
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)