01:00 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-17 16:54:42, 1302 ნახვა

მსოფლიო
ისრაელმა და თურქეთმა ურთიერთობის სრული ნორმალიზაციის შესახებ განაცხადეს

ისრაელმა და თურქეთმა ურთიერთობის სრული ნორმალიზაციის შესახებ განაცხადეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის იაირ ლაპიდის ოფისის ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებს ელჩებისა და კონსულების დაბრუნებას თელ-ავივსა და ანკარაში.

"თურქეთთან ურთიერთობის განახლება მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტივია ისრაელის მოქალაქეებისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ მოქმედებას და გავაძლიერებთ ისრაელის საერთაშორისო სტატუსს მსოფლიოში", - განაცხადა ლაპიდმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან საუბრის შემდეგ. . 

„გადაწყდა, რომ ისრაელსა და თურქეთს შორის ურთიერთობების დონე აღდგეს სრულ დიპლომატიურ წარმომადგენლობამდე. ორივე ქვეყნის ელჩები და გენერალური კონსულები საელჩოებში დაბრუნდებიან“, - ნათქვამია განცხადებაში. 

ანკარამ თავის მხრივ განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ არ ნიშნავს იმას, რომ თურქეთი უარს იტყვის პალესტინელების მხარდაჭერაზე.


„ჩვენ არ ვამბობთ უარს პალესტინის საქმეზე „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გზავნილები პირდაპირ ელჩის მეშვეობით იყოს გადმოცემული (პალესტინის საკითხზე)“, - განუცხადა ოთხშაბათს ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები  2010 წელს მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაუარესდა, რომლის დროსაც პროპალესტინელი აქტივისტები, ღაზას სექტორის ბლოკადის გასარღვევად ჰუმანიტარული ფლოტილა Mavi-Marmara- ზე მივიდნენ, სადაც ისრაელის ჯარისკაცებთან დაპირისპირება მოხდა. თურქეთის ათი მოქალაქე დაიღუპა ინციდენტის დროს.

ურთიერთობების დათბობა მას შემდეგ მოხდა, რაც ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ისრაელის მოქალაქეები, მორდი და ნატალი ოკნინები,  თურქეთში დააკავეს გასული წლის დეკემბერში. ისინი საბოლოოდ გაათავისუფლეს ორივე ქვეყანაში უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე კონტაქტების წყალობით. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენა იდეა "ისრაელთან ურთიერთობის დათბობის შესახებ".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics