|
2022-08-17 12:39:28, 1453 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კონცეპტმა” 2022 წლის შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლა
„თიბისი კონცეპტმა” წელს შავი ზღვის რიგით 15-ე ჯაზ-ფესტივალს უმასპინძლა. „თიბისი“ 2011 წლიდან ფესტივალის მთავარი პარტნიორია. წლევანდელი შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი 12-14 აგვისტოს ბათუმის ტენისის კლუბის ტერიტორიაზე გაიმართა და სამი დღის მანძილზე 9 000 სტუმარს უმასპინძლა. მსმენელებმა წელს მსოფლიო მუსიკის შემდეგ ვარსკვლევებს მოუსმინეს: ქენდი დალფერი და მისი ბენდი (Candy Dulfer & Band) - 14 აგვისტო კონცერტების შემდეგ, სამივე საღამოს, აბონემენტის მქონე სტუმრებს „after party"-ზე ბათუმის „Iveria Beach"-მა უმასპინძლა. ფესტივალის დაუვიწყარი დღეები კიდევ უფრო სახალისო გახადა ჯაზ-მატარებელმა, რომელიც ბათუმის მიმართულებით 13 აგვისტოს გაემართა. ჯაზ-მატარებლის მგზავრებმა თბილისიდან ბათუმამდე საჩუქრებისა და ცოცხალი ჯაზ-მუსიკის თანხლებით იმგზავრეს. „თიბისი კონცეპტი“ ჯაზ-ფესტივალისთვის ყოველწლიურად საგანგებოდ ქმნის განსაკუთრებულ ვიზუალურ სტილსა და ბრენდინს და სტუმრებს ზაფხულისა და ზღვის თემაზე შექმნილ ულამაზეს საჩუქრებს სთავაზობს. წლევანდელი საჩუქრები, „თიბისი კონცეპტთან“ კოლაბორაციით, ფუნდუკმა შექმნა. წლევანდელ შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალს ისიც გამოარჩევდა, რომ პანდემიის შემდეგ ამ მასშტაბის პირველი ფესტივალი იყო, რომელიც ბათუმში ჩატარდა. „თიბისი“ კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერითა და მუსიკალური კულტურის განვითარების ხელშეწყობით, თიბისი ცდილობს ადამიანებს საუკეთესო გამოცდილების შეუქმნას და მათი ცხოვრება გაამარტივოს. შავი ზღვის ჯაზ- ფესტივალის მხარდაჭერა სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)