13:03 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-17 11:58:21, 837 ნახვა

საზოგადოება
„მთავარი არხი” - ლაშა ნაკაიძესთან, რომელიც სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, თანამშრომლობას ვწყვეტთ

„მთავარი არხი" ჟურნალისტ ლაშა ნაკაიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ნაკაიძე სამართალდაცველებმა სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

განცხადების თანახმად, „მთავარი არხი" გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, რასაც არცერთ ვითარებაში არ აქვს გამართლება.

„2022 წლის 15 აგვისტოს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას თავად „მთავარი არხის" ერთერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც განხორციელდა დაშავებული ქალის სამედიცინო შემოწმება, გამოკითხვა და მისი ჩვენების საფუძველზე ლაშა ნაკაიძის დაკავება.

ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, „მთავარი არხი" ვალდებულად მიიჩნევს თავს, შეაჩეროს მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, თუმცა თუ მას დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდება, არხი გადახედავს ლაშა ნაკაიძესთან საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას"- აღნიშნულია განცხადებაში

ლაშა ნაკაიძე "მთავარ არხზე" დილის გადაცემის წამყვანია.

შეგახსენებთ, რომ  ნაკაიძე პოლიციამ გუშინ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავა. არსებული ინფორმაციით, მას ბრალი 3 მუხლით წარუდგინეს - ძალადობა, გაუპატიურების მცდელობა და მუქარა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics