|
2022-08-16 11:20:03, 1840 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - ნორმალური ქვეყნის ყირიმი დასვენებას და ტურიზმს ეხება, ხოლო რუსი ბოევიკებისთვის კი ეს საწყობების აფეთქებებს უკავშირდება
ნორმალური ქვეყნის ყირიმი ეხება შავ ზღვას, მთებს, დასვენებას და ტურიზმს. რუსი ბოევიკების მიერ ოკუპირებული ყირიმი კი საწყობების აფეთქებებს ეხება,- ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ეს ქმედება წარმოადგენს მზარდ სასიკვდილო საფრთხეს დამპყრობლებისა და ქურდებისთვის. „ჯანკოის მახლობლად დილა აფეთქებებით დაიწყო. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ნორმალური ქვეყნის ყირიმი ეხება შავ ზღვას, მთებს, დასვენებას და ტურიზმს. რუსი ბოევიკების მიერ ოკუპირებული ყირიმი კი საწყობების აფეთქებებს ეხება. მზარდი სასიკვდილო საფრთხე დამპყრობლებისა და ქურდებისთვის. დემილიტარიზაცია მოქმედებაშია“,- წერს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, რომ აფეთქებები დროებით ოკუპირებულ ყირიმში დღეს დილით მოხდა. ჯანკოის რეგიონში საბრძოლო მასალის საცავი აფეთქდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, რაიონში ერთდროულად ორი საგანგებო შემთხვევა მოხდა: ჯანკოიში სატრანსფორმატორო ქვესადგურში ხანძარი და სოფელ მაისკოეში საბრძოლო მასალის საცავში აფეთქება. აფეთქებების შემდეგ „ხელისუფლებამ” სოფელ მაისკოეს მცხოვრებთა ევაკუაცია გამოაცხადაამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკვე დაადასტურა ყირიმში მომხდარი აფეთქებები და განაცხადა, რომ საბრძოლო მასალის შესანახ ადგილზე სავარაუდოდ ხანძარი გაჩნდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)