21:33 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-16 10:37:06, 1009 ნახვა

საზოგადოება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სადრენაჟე არხების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სადრენაჟე სისტემის აღგენით სამუშაოებს ატარებს. ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 25 კილომეტრამდე სიგრძის კოლექტორული და შემკრები არხები იწმინდება, ეწყობა მილხიდები. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი თენგიზ ნასარიძე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

თენგიზ ნასარიძის განცხადებით, ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობის გაზრდას უზრუნველყოფს. შედეგად, სოფელ შრომაში 170 ჰექტარი მიწის ფართობი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებას შეიძენს, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების შესაძლებლობას აჩენს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics