03:28 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-15 21:27:43, 1267 ნახვა

პოლიტიკა
კასპის მუნიციპალიტეტის მერმა სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე დაათვალიერა

კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ, მისმა მოადგილემ დავით ქისიშვილმა და ეკონომიკური სამსახურის მ/შ დავით ზაქარაშვილმა მაღალმთიან სოფელ თელადგორში, სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე დაათვალიერეს.

მშენებელი შპს „ჰეიქ თაივეი“ ბურღვით სამუშაოებს აგრძელებს, პარალელურად კი სოფლის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.

პროექტის ღირებულება 649 999 ლარია, რომელიც მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
სოფელი დღემდე სასმელ წყალს 6 საუბნო ონკანიდან იღებს, პროექტის დასრულების შემდეგ მოსახლეობას სასმელი წყალი ინდივიდუალურად ოჯახებში მიეწოდება.

მუნიციპალიტეტის მერია ფინანსური შესაძლებლობიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ცდილობს მოსახლეობას სასმელი წყლით უზრუნველყოფას. მოსახლეობას კი ვთხოვთ წყალი ყოველთვის მიზნობრივად და რაციონალურად გამოიყენონ - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics