|
2022-08-15 15:35:08, 1076 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი FBI-სგან მისი სახლიდან ამოღებული პრივილეგირებული დოკუმენტების დაბრუნებას მოითხოვს
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოძიების ფედერალურ ბიუროს მისი სახლიდან ამოღებული დოკუმენტების დაბურნებისაკენ მოუწოდებს. აღნშნულის შესახებ ინფორმაციას ტრამპი მის მიერ დაფუძნებულ სოციალურ ქსელ Thuth-ში ავრცელებს. ტრამპის თქმით, FBI-ს თანამშრომლებმა მისი რეზიდენციიდან წაიღეს ისეთი დოკუმენტები, რომლებიც საადვოკატო საიდუმლოებს მოიცავდა. „ახლახან გაირკვა, რომ FBI-იმ, მარ-ა-ლაგოს ცნობილ დარბევაში, აიღო ყუთები, რომლებიც მოიცავდა საადვოკატო საიდუმლოებს. მე მოვითხოვ, რომ ეს დოკუმენტები დაუყოვნებლივ დაბრუნდეს იმ ადგილას, საიდანაც ისინი იქნა აღებული. მადლობთ!”,- წერს ტრამპი. ცნობისთის ჩხრეკა მოიცავდა საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრების ამოღებას, როგორც სააგენტოს გამოძიების ნაწილი იმის შესახებ, დაარღვია თუ არა ტრამპი ჯაშუშობის აქტი და სხვა ფედერალური დებულებები. შეგახსნებთ, რომშაბათს საღამოს მედიის ცნობით, FBI-მ ტრამპის სახლის ჩხრეკისას ამოიღო ხუთი ყუთი, რომელიც მოიცავდა ინფორმაციას ადვოკატ-კლიენტის პრივილეგიით. მოხსენებებში ასევე ნათქვამია, რომ ზოგიერთი ჩანაწერი შეიძლება დაფარული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით. ჩხრეკის ქვითრის მიხედვით, ფედერალურმა აგენტებმა ამოიღეს: დოკუმენტების 1 კომპლექტი "საიდუმლო / SCI" გარდა ამისა, ჩამონათვალში, სხვა საკითხებთან ერთად, შედის დოკუმენტები, რომლებიც კლასიფიცირებულია როგორც „საიდუმლო“, რომლებზე წვდომა, WSJ-ის ცნობით, მხოლოდ სპეციალურ სამთავრობო დაწესებულებებშია შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ CNN-ის ცნობით, იუსტიციის დეპარტამენტს ტრამპის წინააღმდეგ ორი გამოძიება აქვს დაწყებული, საიდანაც ერთ-ერთი საიდუმლო დოკუმენტების გატანა-დამუშავებას ეხება, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ჩხრეკა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)