12:46 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-15 13:56:51, 1144 ნახვა

მსოფლიო
ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტის ფონზე, ჩინეთი ტაივანის სიახლოვეს სამხედრო წვრთნებს ატარებს

 ტაივანში ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტის ფონზე, ჩინეთმა ნახევარკუნძულის სიახლოვეს სამხედრო წვრთნები განაახლა. პეკინმა კანონმდებლების ვიზიტს ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევა უწოდა.

ხუთი ამერიკელი დეპუტატი, სენატორ ედ მარკის ხელმძღვანელობით, ტაივანში კვირას ჩავიდა. ტაივანს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი აგვისტოს დასაწყისში ეწვია, რამაც ჩინეთისა და ამერიკის ურთიერთობებში დაძაბულობა გამოიწვია.

"ორშაბათს მოეწყო  ერთობლივი საბრძოლო მზადყოფნის პატრულირება და საბრძოლო წვრთნები ზღვასა და საჰაერო სივრცეში. ტაივანის გარშემო წვრთნები იყო მკაცრი შემაკავებელი საშუალება შეერთებული შტატებისა და ტაივანისთვის, რომ განაგრძონ პოლიტიკური ხრიკები და ძირი გამოუთხარონ მშვიდობასა და სტაბილურობას ტაივანის სრუტეზე,"- აცხადებენ ჩინეთის სამხედრო შენაერთის წარმომადგენლები.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტრო ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტს კრიტიკულად გამოეხმაურა. განაცხადების თანახმად, დეპუტატების მოგზაურობა არღვევს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „სრულად ამხელს შეერთებული შტატების, როგორც ტაივანის სრუტეში მშვიდობისა და სტაბილურობის შემრყევის ნამდვილ სახეს“.,"- აცხადებს  ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში   2 აგვისტოს, ადგილობრივი დროით გვიან საღამოს ჩავიდა.

თვითმფრინავის დაფრენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც პელოსის მოგზაურობას  „ჩინეთის პოლიტიკის სერიოზულ დარღვევა" უწოდა, რომელიც  ჩინეთის სუვერენიტეტს არღვევდა,  საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას. 

მათივე თქმით, ეს ტაივანის სრუტეში და „არასწორ სიგნალებს" აგზავნის „ტაივანის დამოუკიდებლობის" მხარდამჭერებისთვის.აშშ-ის პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ, .ჩინეთი  შეერთებულ შტატებთან რიგ სფეროებში თანამშრომლობას წყვეტს,  მათ შორის დიალოგს უმაღლესი დონის სამხედრო მეთაურებს შორის და  კლიმატთან დაკავშირებითც არსებულ მოლაპარაკებებს, 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
ოცნების მეგობარი თურქმენეთი ფრთხილად არბილებს შიდა პოლიტიკას - Reuters
ტრამპმა განაცხადა, რომ ის გერმანიაში ჯარისკაცების „გაცილებით უფრო დიდ“ შემცირებას გეგმავს, ვიდრე 5000
თურქეთმა რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრი შემცირების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics