11:44 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-14 12:38:31, 1841 ნახვა

ომი უკრაინაში
მედიის ცნობით, ოკუპირებული დონეცკის ე.წ რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაური ყირიმში დააკავეს

 ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის ყოფილი მინისტრი იგორ გირკინი (სტრელკოვი)  ოკუპირებულ ყირიმში დააკავეს, როდესაც ის ყალბი დოკუმენტებით უკრაინის ფრონტზე მოხვედრას ცდილობდა.

Donbass News რუსულ Telegram არხებზე დაყრდნობით წერს, რომ რომ სტრელკოვი "ნამდვილად ცდილობდა ფრონტზე მისვლას, მაგრამ დააკავეს ყირიმში".

მისი წარმომადგენელი, ალექსანდრ ჟუჩკოვსკი. ამტკიცებს, რომ  სტრელკოვს „არ ჰქონდა  რაიმე პოლიტიკური მიზნები და არ აპირებდა ნოვოროსიაში დაბნეულობის გამოწვევას“, ხოლო ის ფაქტი, რომ მან ვერ შეძლო ფრონტზე მოხვედრა, სავარაუდოდ, „დიდი პოლიტიკური დანაშაულია“.

Seiatel vetra აქვეყნებს სერგეი რუნოვის სახელით გაცემულ ყალბ პასპორტს, რომლითაც "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ყოფილი მეთაური ყირიმის გავლით ფრონტზე მოხვედრას ცდილობდა. დოკუმენტი 2015 წელს გაიცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics