2022-08-12 11:13:30, 924 ნახვა
საზოგადოება
კასპის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში ბავშვთა გასართობი ატრაქციონები მოეწყო
კასპის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში ბორტა, გამდლისწყარო, მრგვალი ჭალასა და თეძმისხევში ბავშვთა გასართობი ატრაქციონები მოეწყო.
მერიის ცნობით, 4 სახეობის გასართობი საშუალებების შეძენა - მოწყობაზე ოთხივე სოფელში 56 895 ლარი დაიხარჯა, რომელიც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ექსიმ მედი“-მ განახორციელა.
“2022 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში მოსახლეობამ ბავშვთა გასართობი სივრცის მოწყობა გადაწყვიტა, რომელიც აღნიშნულ სოფლებში დღემდე არ ყოფილა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),