14:38 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-11 16:23:20, 1082 ნახვა

მსოფლიო
ნავალნიმ სასჯელაღსრულების კოლონიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ ვლადიმირის რეგიონის მელეხოვოს მე-6 სასჯელაღსრულების კოლონიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. 

ვლადიმირის რეგიონის საერთო იურისდიქციის სასამართლოს ერთობლივი საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სარჩელი შეტანილი იქნა იმ მოტივით, რომ კოლონიურმა ადმინისტრაციამ უარი თქვა პოლიტიკოსის მიერ კოლონიაში წარმოებული პროდუქციის მყიდველების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებაზე.

პრესსამსახურის ცნობით, ამ ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმის მიზეზი იყო „მყიდველის თანხმობის არარსებობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პროდუქციის დამზადების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე“.

ნავალნი და მისი ადვოკატები თვლიან, რომ კანონით არ არსებობს რაიმე საფუძველი ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ და უარი უსაფუძვლოა.

პოლიტიკოსმა მანამდე რამდენიმე საჩივარი შეიტანა პოკროვში, ვლადიმირის რეგიონის მე-2 სასჯელაღსრულების კოლონიის ადმინისტრაციის წინააღმდეგ, სადაც ის სასჯელს 2021 წლის მარტიდან 2022 წლის ივნისამდე იხდიდა.

ნავალნი თაღლითობისა და სასამართლოს უპატივცემულობისთვის გაასამართლეს. მას  ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ალექსეი ნავალნის 2021 წლის 2 თებერვალს სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

"ივ როშეს" საქმეზე დაკავებამდე ალექსეი ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. ის 2020 წლის 20 აგვისტოს თვითმფრინავში, ტომსკი-მოსკოვის რეისზე ცუდად გახდა. ნავალნი ქალაქ ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი დღის შემდეგ ის გერმანიაში, კლინიკა შარიტეში გადაიყვანეს, სადაც მას ქოლინესტერაზას ინჰიბიტორით მოწამვლის დიაგნოზი დაუსვეს. სხვადასხვა დამოუკიდებელმა ლაბორატორიებმა დაადასტურეს, რომ ტოქსინი, რომლითაც ნავალნი მოწამლეს ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტია.

რუსი ოპოზიციონერი თითქმის ერთი თვის განმავლობაში კომაში იყო. ნავალნი ბერლინის საავადმყოფოდან 22 სექტემბერს გაწერეს. მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს გავლის შემდეგ ის რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა. პოლიტიკოსი ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი - გადავარჩინე ქართული სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა ურთულეს სიტუაციაში
მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული - როცა გზა ეთმობა ძალმომრეობას, ეკლესია კარგავს არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საკუთარ არსს და იდენტობას
Turkish Airlines 18 საერთაშორისო მარშრუტზე რეისებს აჩერებს
რუბიო რომსა და ვატიკანს ეწვევა პაპთან და იტალიასთან კონფლიქტის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics