2022-08-11 12:52:05, 767 ნახვა
პოლიტიკა
ბურჭულაძე პოდოლიაკზე - არაერთხელ ვცადეთ, რომ პირადი ურთიერთობები უფრო მეტად დაგვეთბო ჩვენს უკრაინელ ძმებთან
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ ხელისუფლებამ არაერთხელ სცადა უკრაინელ ძმებთან ურთიერთობის დათბობა.
"ჩვენ არაერთხელ ვცადეთ, რომ პირადი ურთიერთობები უფრო მეტად დაგვეთბო ჩვენს უკრაინელ ძმებთან. ის ნარატივი, რაც ჩვენ მიმართ დღეს მიმდინარეობს, ვფიქრობ, რომ სწორი არ არის", - განაცხადა ბურჭულაძემ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა "მთავარ არხთან" ინტერვიუში საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა. მისი თქმით, საქართველოს თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ ეს არ შეუძლიათ, საჯარო გამოსვლები უკრაინაზე, შეამცირონ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,