|
2022-08-10 17:21:44, 1417 ნახვა
მსოფლიო
კულება - რუსებისთვის ვიზების გაცემა უნდა აიკრძალოს, მათ უნდა ისწავლონ საერთაშორისო საზღვრების პატივისცემა
ევროკავშირმა და G7-ის ქვეყნებმა უნდა აკრძალონ რუსებისთვის ვიზების გაცემა. პირველ რიგში მათ უნდა ისწავლონ საერთაშორისო საზღვრების პატივისცემა,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. მისი თქმით, რუსები უმრავლესობით უჭერენ მხარს უკრაინის ომს, შესაბამისად უნდა ჩამოერთვათ საერთაშორისო საზღვრების გადაკვეთის უფლება, სანამ მათ პატივისცემას არ ისწავლიან „მოვუწოდებ ევროკავშირისა და G7-ის ყველა ქვეყანას, შეწყვიტონ რუსებისთვის ვიზების გაცემა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამას სამართლიანად ამტკიცებს. რუსები უმრავლესობით მხარს უჭერენ უკრაინის ომს. მათ უნდა ჩამოერთვათ საერთაშორისო საზღვრების გადაკვეთის უფლება, სანამ მათ პატივისცემას არ ისწავლიან”,- წერს კულება. შეგახსენებთ, რომ მანამდე ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა ასევე მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ტურისტული ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის. ამასთა, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვარაუდობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შემდეგ პაკეტში შეიტანოს ვიზების აკრძალვა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)