|
2022-08-10 10:50:33, 2610 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპირებულ ყირიმში „ტერორისტული საფრთხის“ მაღალი დონე გამოცხადდა
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში „ტერორისტული საფრთხის“ მაღალი (ყვითელი) დონე, გამოცხადდა რომელიც ძალაში უკრაინის დამოუკიდებლობის დღემდე, 24 აგვისტომდე დარჩება. როგორც ე.წ. ყირიმის მეთაურმა განმარტა „ტერორისტული საფრთხის“ დონე ყირიმის რიგ რაიონებში და სტრატეგიულ ობიექტებზე გამოცხადდა. "9 აგვისტოდან 24 აგვისტომდე იქნება ტერორისტული საფრთხის მაღალი (ყვითელი) დონე რიგ რაიონებში და ყირიმში სტრატეგიულ ობიექტებზე.არმიანსკის, ჟანკოის, კრასნოპერეკოპსკის მუნიციპალურ რაიონებში და ჟანკოის და კრასნოპერეკოპსკის ოლქებში; ტრანსპორტის სამინისტროს, საბინაო და კომუნალური მომსახურების სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, ენერგეტიკისა და საწვავის სამინისტროს, სამრეწველო პოლიტიკის სამინისტროს და წყლის მართვისა და მელიორაციის სახელმწიფო კომიტეტს,"- წერს სერგეი აქსიონოვი Telegram- ში. აქსიონოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ზომები მიღებულია ყირიმისა და მისი მაცხოვრებლების უსაფრთხოებისა და ტერორიზმისგან დაცვის უზრუნველსაყოფად. „ეს ღონისძიება არის ექსკლუზიურად პრევენციული, ვინაიდან სიტუაცია რეგიონში სრულად არის სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების კონტროლის ქვეშ“, დასძინა მან. შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს აფეთქებები მოხდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის საკის რაიონში, ნოვოფედორივკაში მდებარე სამხედრო ავიაბაზაზე. ე.წ და რუსეთის მიერ დანიშნულმა "ყირიმის მეთაურმა" სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. The New York Times ციტირებს "უმაღლეს უკრაინელ სამხედრო ჩინოვნიკზე დაყრდნობით წერს, რომ საჰაერო ბაზაზე აფეთქების უკან უკრაინული ძალები იდგნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)