|
2022-08-09 14:15:40, 957 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი იმ შემთხვევაში დაესწრება G20-ის სამიტს, თუ მოწვეულთა შორის პუტინი არ იქნება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა დაესწროს ინდონეზიაში G20- ის შემოდგომის სამიტს თუ მას ვლადიმერ პუტინი არ დაესწრება,- ამის შესახებ BBC- სთან ინტერვიუში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა. მისი თქმით, ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ასეთ დროს ის უკრაინის ტერიტორიაზე უნდა იმყოფებოდეს, ამიტომ სამიტში მონაწილეობას ონლაინ ფორმატში განიხილავს. თუმცა, თუ პუტინი სამიტს დაესწრება, მაშინ უკრაინის დელეგაცია განიხილავს მათი ყოფნის აუცილებლობას. „ვინაიდან პუტინის ყოფნა სადმე, ნებისმიერ სამიტზე ირიბად ნიშნავს, რომ სამიტის ორგანიზატორები იზიარებენ რუსეთის პოზიციას, რომელიც თავს დაესხა სუვერენულ სახელმწიფოს. ასეთი ფორმით, თქვენ აცნობებთ ყველას: აი, ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთს ჰქონდა უფლება მოსულიყო და მოვკლათ უკრაინელი ბავშვები”,- განაცხადა პოდოლიაკმა. შეგახსენებთ, რომ აპრილის ბოლოს ინდონეზიის პრეზიდენტმა უკრაინა ნოემბერში G20-ის სამიტზე მიიწვია.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)