|
2022-08-09 12:59:03, 946 ნახვა
მსოფლიო
ესტონეთის პრემიერი - ევროპის მონახულება პრივილეგიაა და არა ადამიანის უფლება, შეწყვიტეთ რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა
ევროპის მონახულება არის პრივილეგია და არა ადამიანის უფლება, დროა დავასრულოთ ტურიზმი რუსეთიდან,- ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი სოცალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ვინაიდან საჰაერო მიმოსვლა რუსეთიდან დახურულია. ტვირთი რუსეთის მეზობლებლბეს ეკისრებათ, შესაბამისად ფინეთი, ესტონეთი და ლატვია - ერთადერთი წვდომის წერტილებია. „შეწყვიტეთ რუსებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა. ევროპის მონახულება არის პრივილეგია და არა ადამიანის უფლება. საჰაერო მიმოსვლა რუსეთიდან დახურულია. ეს ნიშნავს, რომ სანამ შენგენის ქვეყნები გასცემენ ვიზებს, ტვირთი რუსეთის მეზობლებეს ეკისრებათ ფინეთი, ესტონეთი და ლატვია - ერთადერთი წვდომის წერტილებია. დროა დავასრულოთ ტურიზმი რუსეთიდან“,- წერს კალასი. შეგახსენებთ, რომ მანამდე ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტში სავიზო აკრძალვის ჩართვის ინიციატივა გამოიჩინა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, ჩაკეტონ საზღვრები ყველა რუსისთვის და თქვა, რომ „რუსებმა უნდა იცხოვრონ საკუთარ სამყაროში, სანამ არ შეცვლიან თავიანთ ფილოსოფიას“.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)