|
2022-08-09 12:51:04, 1815 ნახვა
რეგიონი
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მესტიის რეგიონულ ლაბორატორიაში ახალი კვლევის მეთოდების დანერგვა მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მესტიის ლაბორატორიაში გამართულ სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, მესტიის მერი კახა ჟორჟოლიანი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი ესწრებოდნენ. მესტიაში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა ლაბორატორიაში დანერგილი კვლევის მეთოდები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
„სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ძლიერი ქსელი მოსახლეობას საშუალებას აძლევს, ადგილზე მიიღონ საერთაშორისო დონის კვლევებით მომსახურება როგორც სურსათის უვნებლობის, ისე ვეტერინარიის მიმართულებით. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად მუშაობს რეგიონულ ლაბორატორიებში საერთაშორისო სტანდარტის კვლევების დანერგვის მიმართულებით”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. მესტიის მერის განცხადებით, მსგავსი საერთაშორისო დონის ლაბორატორიის არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის. მესტიის ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების და მესტიის ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)