|
2022-08-09 10:50:37, 888 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი ივანიშვილზე - ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს, ვინ არის ოლიგარქი
ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს, ვინ არის ოლიგარქი,- ასე უპასუხა აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, შესახებ დასმულ შეკითხვას. ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში საუბრისას ელჩმა დასძინა, რომ პოლიტიკურ და სასამართლო სისტემებეზე პირადი გავლენების შესამცირებლად, მნიშვნელოვანია. დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება. "აშშ ვერ იტყვის ბიძინა ივანიშვილზე ან ნებისმიერ სხვაზე, არის თუ არა ოლიგარქი. ეს ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს. მიდგომა, რომელიც მიჰყვება ძირეულ მიზეზს, რაც არის არასათანადო გავლენა, ფული ან პირადი გავლენა, რაც მოქმედებს პოლიტიკურ, სასამართლო და ოფიციალურ პროცესებზე არის ის ძირეული რამ, რის მიღწევასაც დეოლიგარქიზაციის კანონი უნდა ცდილობდეს. რთულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს უმნიშვნელოვანესია. არის სხვა ქვეყნები, რომლებიც იმავე გამოწვევას ებრძვიან. მაგრამ, თითოეულმა ქვეყანამ უნდა მოძებნოს საკუთარი ფორმულა ამ სიტუაციის გადასაჭრელად. იმედი მაქვს, სამუშაო ჯგუფები ამ მხრივ პროდუქტიული იქნება,"- განაცხადა დეგნანმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)