|
2022-08-09 10:33:17, 1540 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს საზღვარი რუსეთის მოქალაქეებისათვის სრულად ჩაიკეტოს
რუსეთის შეჩერერების ერთადერთი გზა დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის ყველა მოქალაქისთვის საზღვრების ჩაკეტვაა,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. The Washington Post-თან ფართო ინტერვიუში ზელენსკიმ განმარტა, რომ ”ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები საზღვრების ჩაკეტვაა, რადგან რუსები სხვას მიწას ართმევენ”. მისი თქმით, რუსებმა უნდა "იცხოვრონ საკუთარ სამყაროში, სანამ არ შეცვლიან თავიანთ ფილოსოფიას". ზოგიერთი კრიტიკოსი ამტკიცებს, რომ რუსეთის ყველა მოქალაქისთვის საზღვრების ჩაკეტვა, უსამართლობაა მათ მიმართ, ვინც ქვეყანა დატოვა, რადგან ისინი არ ეთანხმებიან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მთავრობას და მის გადაწყვეტილებას უკრაინაზე თავდასხმის შესახებ. ზელენსკიმ განმარტა, რომ ასეთ განსხვავებებს მნიშვნელობა არ აქვს: „რომელი რუსიც არ უნდა იყოს… ვაიძულოთ ისინი წავიდნენ რუსეთში მაშინ გაიგებენ. ისინი იტყვიან: „ამ [ომს] ჩვენთან საერთო არაფერი აქვს. მთელი მოსახლეობა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, არა?' შესაძლებელია. მოსახლეობამ აირჩია ეს ხელისუფლება და არ ებრძვის, არ აპროტესტებს. არ გინდა ეს იზოლაცია? თქვენ ეუბნებით მთელს მსოფლიოს, რომ მან უნდა იცხოვროს თქვენი წესებით. მაშინ წადით და იქ იცხოვრეთ. ეს არის პუტინზე გავლენის მოხდენის ერთადერთი გზა',- განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)