|
2022-08-08 12:28:39, 812 ნახვა
პოლიტიკა
გახარია რუს ტურისტებზე - სტუმარი ღვთისაა, მაგრამ სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს
ქართველებს სტუმრის მიღებას ვერავინ გვასწავლის. მაგრამ სტუმარი სტუმარია და სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს. იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც დღეს ქვეყანაა, რა თქმა უნდა, სავიზო რეჟიმის საკითხი უნდა იყოს განხილული,- ასე უპასუხა ჟურნალისტებს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ქართული სახელმწიფოს მოვალეობაა, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეების ინტერესები დაიცვა და არ არა გაურკვეველ, აბსოლუტურად მოგონილ საფრთხეებზე ზრუნვა. „საერთოდ ქართველებს სტუმრის მიღებას ვერავინ გვასწავლის. მაგრამ სტუმარი სტუმარია და სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ იმ გარემოებებში, იმ გამოწვევების წინაშე, რომელიც დღეს ქვეყანაა, რა თქმა უნდა, სავიზო რეჟიმის საკითხი უნდა იყოს განხილული. ჩვენ უნდა მივესალმოთ საქართველოში ქვეყნის სტუმრებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს. ეს ყველაფერი თუ არ იქნა დარეგულირებული, გარდა უსაფრთხოების რისკებისა, ხვალ და ზეგ, ჩვენს მოქალაქეებს უბრალოდ ეკონომიკურ რისკებსაც შეუქმნის. ეს იქნება სამუშაო ადგილების სიმცირე, ეს იქნება სხვადასხვა ბიზნეს სფეროში სხვადასხვა კონკურენციები. ამიტომ ჩვენი მოვალეობაა და ქართული სახელმწიფოს მოვალეობაა, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეების ინტერესები დაიცვას და არ ზრუნავდეს გაურკვეველ, აბსოლუტურად მოგონილ საფრთხეებს. ჩვენ ვერავინ გვასწავლის სტუმრის მიღებას, სტუმარი ღვთისაა, მაგრამ სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს“ - განაცხადა გახარიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)