|
2022-08-07 14:51:47, 1086 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - 1801, 1921, 1992, 2008 - ეს თარიღები რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის დაუნდობელ პოლიტიკას ასახავს
1801, 1921, 1992, 2008 - ეს არის თარიღები, რომლებიც ყველა ქართველს სამუდამოდ ახსოვს, - საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის 7 აგვისტოდან 14 წლის გასვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ოკუპაციის თარიღები ასახავს რუსეთის შეიარაღებული აგრესიის და დაუნდობელ პოლიტიკას. "1801, 1921, 1992, 2008 - ეს არის თარიღები, რომლებიც ყველა ქართველს სამუდამოდ ახსოვს. ისინი ასახავს რუსეთის შეიარაღებული აგრესიის და ოკუპაციის დაუნდობელ პოლიტიკას. ქართული გამძლეობა უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ჩემი ფიქრები აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ ჩვენს მოქალაქეებზეა",- წერს ზურაბიშვილი. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. ის საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას წარმოადგენს, რომელმაც ქვეყანას უმძიმესი შედეგები მოუტანა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)