|
2022-08-06 14:21:29, 1024 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ვინც რუსი ტურისტების წინააღმდეგ კამპანიას გეგმავს, ოკუპანტზე უარესი და მისი ხელშემწყობია
ვინც რუსი ტურისტების წინააღმდეგ კამპანიას გეგმავს, ოკუპანტზე უარესი და მისი ხელშემწყობია,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" დავმჯომარე, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, აღნიშნული კამპანიის ავტორებმა ქართველი სამხედროები ასევე 2008 წლის 7 აგვისტოს საბრძოლო მოქმედებების გაუფრთხილებლად დაწყებაში, ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვაში და ამით მშვიდობიანი მოსახლეობისათვის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულეს. „რადგან სხვანაირად არ გამოგვივიდა, მოდი რუსი ტურისტების წინააღმდეგ კამპანია ისევ ამოვქოქოთ. ამით ხელისუფლებას თან რუსების დაცვა მოუწევთ და პიარულად მაგაზე მაგრად დავარტყამთ, თან იქნებ კარგად გაღვივდეს და ამ გზით მაინც ავრიოთ" - ვინც ამას ასე ალაგებს და შესაბამის კამპანიას გეგმავს, ოკუპანტზე უარესი და მისი ხელშემწყობია!.. ხვალ 7 აგვისტოა. ამ კამპანიის ავტორებმა თავის დროზე ქართველი სამხედროები 2008 წლის 7 აგვისტოს საბრძოლო მოქმედებების გაუფრთხილებლად დაწყებაში, ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვაში და ამით მშვიდობიანი მოსახლეობისათვის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულეს. დღეს ეს ხალხი ცდილობს რუსების თემის გავლით არევას!.. დასკვნების გამოტანა რთული არ არის!",- წერს მდინარაძე.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)